გიორგი ქინქლაძის მიერ 1996 წელს "საუთჰემპტონის" კარში
გატანილი გოლი "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო გოლად დასახელდა. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ოცი გოლი, რომელსაც ქინქლაძის გოლი ლიდერობს, ბრიტანულმა bleacherreport-მა გამოაქვეყნა.
ქინქლაძის ეს გოლი ფეხბურთის გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და ისე გაიტანა გოლი. მეორე ადგილზე "სიტის" მოქმედი ფეხბურთელის, დავიდ სილვას გოლია. ხუთეულში მოხვდნენ პოლ დიკოვის, მარიო ბალოტელისა და მიხაელ ტარნატის გოლებიც.