სეპარატისტულ აფხაზეთს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პარტუშევი ერთდღიანი სამუსაო ვიზიტით სტუმრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პატრუშევი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა, შემდეგ კი შეხვედრა უფრო გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ანქვაბთან შეხვედრაზე პატრუშევმა აფხაზ სეპარატისტთა გარდაცვლილი ლიდერის სერგეი ბაღაფშის საფლავი მოინახულა, დრანდაში მშენებარე რუსული სამხედრო ქალაქი მოინახულა და სოხუმის აეროპორტი დაათვალიერა.
პატრუშEვნა აღნიშნა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახური კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურთან.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ანგარიში ჩააბარა რუსულ დელეგაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა რუსული ობიექტი, რომელიც აფხაზეთში რუსი სამხედროებისათვის შენდება ძალიან მაღალი კლასისაა. იქ არის ყველა პირობა რუსი სამხედროების სამსახურისა და ცხოვრებისათვის. მისივე თქმით, ასევე საკმაოდ კარგი პირობები აქვთ გუდაუთაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებსაც.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკოლაი პატრუშევთან ჩატარებული შეხვედრის ძირითადი თემა აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცება იყო.
აფხაზური მხარე ასევე ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ნიკოლაი პატრუშევმა სოხუმის სანაპიროზე გაისეირნა და სანაპიროზე მდებარე ცნობილ კაფეში "უ აკოფა"-ში ყავაც დალია. ამის შემდეგ მან ახალი ათონის მონასტერი მოინახულა საიდანაც გუდაუთაში დისლოცირებულ რუსულ მე-7 სამხედრო ბაზაზე გაემგზავრა.