საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრები გაეროს მიერ მათი მიმართვის
დაბლოკვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
"აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ ლეიბორისტული პარტიის საწინააღმდეგო პროპაგანდის ნაწილი და მორიგი ბინძური სიცრუეა," - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.
მისივე განცხადებით, გაეროში ლეიბორისტული პარტიის მიმართვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააკეთებდნენ, რადგან ამ დოკუმენტს გაეროს შტაბ-ბინამდე ჯერ არ მიუღწევია და კვლავ გზაშია.
პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში გუშინ გაიგზავნა. გაგზავნამდე აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მოაწერა.