რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელბურთის კლუბი აღდგა. 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთის კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
სტუ-ის ხელბურთელთა კლუბი საქართველოს 17-გზის ჩემპიონია და მიმდინარე, 2011-2012 სასწავლო წლის საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზენტაციას დაესწრებიან სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გოდაბრელიძე.
ღონისძიება გაიმართება სტუ-ის მეცხრე კორპუსში (კოსტავას 77), სპორტულ დარბაზში. დაინტერესებულმა პირებმა დამატებისთი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ სტუ-ის ხელბურთის გუნდის უფროსს, ბორის გითოლენდიას (236 53 45, 593 91 82 11).