სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სინანული გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა არ სურს.
"აფხაზურმა დელეგაციამ დაგმო ის "საინფორმაციო ომი", რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აქვს გაჩაღებული. დაგმობილ იქნა ასევე ქართული მხარის მცდელობები, თავს მოახვიოს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას ყალბი თეზისი ამ ქვეყნების "ოკუპაციის" შესახებ", _ განაცხადა მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის მოლპარაკებებზე, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
ჩირიკბას განცხადებით, აფხაზურმა და ოსურმა დელეგაციებმა ქართულ მხარეს "სახელმწიფო საზღვრების დემარკაციაზე მუშაობის დაწყება შესთავაზეს, რათა კონფლიქტური სიტუაციები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი".
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 2012 წლის მარტშია დაგეგმილი.