ე.წ.სამხრეთ ოსეთის "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი, რომლის გადადგომასაც ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა მოითხოვს აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიოევას მონაწილეობის საკითხი ჯერ ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
"ყველაფერი კანონის მიხედვით გადაწყდება და გადაწყვეტილება რეგისტრაციისას იქნება მიღებული", _ განაცხადა ბიჩენოვმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტურში, რომელიც 27 ნოემბერს ჩატარდა ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ 16 000 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ჩატარებული ე.წ. არჩევნები ბათილად არიარა და ხელახალი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დაინიშნა. ამ არჩევნებში ჯიოევას მონაწილეობის საკითხი ჯერ ჯერობით ღიად რჩება, მიუხეავად იმისა, რომ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯიოევას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მიღება დართეს.