ოს სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-18 რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ჟენევაში გაემგზავრა. სეპარატისტთა დელეგაციას ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული კოსტკონფლიქტური დაგეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობს. სეპარატისტთა დელეგაციაში ასევე არის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი.
ბორის ჩოჩიევის თქმით, ჟენევაში ოს სეპარატისტები გააგრძელებენ მუშაობას დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას ისახავს მიზნად.
ამას გარდა, ჩოჩიევის თქმით, ჟენევაში ასევე იგეგმება "საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი".
შეგახსნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-18 რაუნდი ხვალ, 14 დეკემბერს ჟენევაში გაიმართება.