საქართველოს რაგბის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ ჯერობით უცნობია, იმის გამო, რომ რაგბის კავშირში ამ დრომდე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ, ის რომ მოლაპარაკებები ინგლისელ, ფრანგ და ახალ ზელანდიელ სამ მწვრთნელთან მიმდინარეობდა.
რაგბის კავშირში 13:00 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ახალი მწვრთნელის ვინაობას დაასახელებს.
საქარველოს ეროვნულ ნაკრებს განვლილ მსოფლიო თასზე რაგბის შოტლანდიელი სპეციალისტი რიჩი დიქსონი ხელმძღვანელობდა. მან დაკავებული თანამდებობა, მსოფლიო თასის დასრულებისთანავე დატოვა, თუმცა ის საქართველოს რაგბის კავშირში რჩება და მუშაობას აგრძელებს.