დეკემბრის ბოლოს მდინარე ფსოუზე მდებარე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ექსპლუატაციაში ორი ახალი ხიდი შევა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
"ამას უკვე დიდი ხანია ელოდებიან მოქალაქეები, რომლებიც საზღვარს რეგულარულად კვეთენ. ეს მრავალ პრობლემას მოხსნის. ახალ ხიდებზე ცალკეა გათვალისწინებული ქვეითთა გადასასვლელი, თუმცა იგი ექსპლუატაციაში მოგვიანებით შევა. ამიტომაც მანამდე ქვეითები ამჟამად არსებულ ხიდზე ივლიან. ავტოტრანსპორტი კი ახალ ხიდს გამოიყენებს", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშმნავს, რომ ორ ახალ ხიდზე გადაადგილების მიმართულება გაყოფილი იქნება.