აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სანატორულ-საკურორტო კომპლექს "იუჟნის" სალაროებს ნიღბიანი უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 6 მილიონ 180 ათასი რუბლი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო ავრცელებს.
"ოთხი ნიღბიანი უცნობი, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი კომპლექს "იუჟნის" შენობაში შეიჭრნენ, გახსნეს სეიფი და ფული წაიღეს. დაზარალებულების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად არ არიან. მიმდინარეობს ბოროტმოქმედთა ძებნა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", _ იუწყება აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო.