ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტი" არ აპირებს ექსტრემალურად შეიკრიბოს, იმისათვის რათა ე.წ. პრეზიდენტოს კანდიდატის ალა ჯიოევას მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები განიხილოს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტი" ოს სეპარატისტთა უკვე ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ წარმოდგენლ განკარგულებებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "გენპროკურორის" თაიმურაზ ხუგაევისა და "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის" აცამაზ ბიჩენოვის თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხს ოთხშაბათს 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ედუარდ კოკოითმა ამ ადამიანების თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებებს ხელი 10 დეკემბერს მოაწერა ე.წ. პარლამენტში გააგზავნა. ამის შემდეგ კოკოითი თანამდებობიდან გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები