"სახალხო კრების" ლიდერ ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, "სახალხო კრება" "ქართულ ოცნებას" იმ მიზნის მიღწევაში დაეხმარება, რაც აქვს.
"სახალხო კრება" ყველა იმ პროცესის თანამონაწილე იქნება, რომელიც ქვეყანაში არსებული რეჟიმის შეცვლისკენ იქნება მიმართული. "სახალხო კრება" ამ მიზნის მიღწევაში, "ქართულ ოცნებას" გვერდში დაუდგება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობის, "ქართული ოცნების" დაფუძნების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.