დღეს, 11 დეკემბერს, ცხინვალში საპროტესტო აქციები განახლდება. ალა ჯიოევა აპირებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავის მომხრეებს მოუხმოს.
აღნიშნულის მიზეზად ჯიოევა ედუარდ კოკოითის მიერ შეთანხმებული პირობების დარღევევას ასახელებს.
შეთანხმების თანახმად ედუარდ კოკოითს ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე ე.წ. გენერალური პროკურორი ტაიმურაზ ხუგაევი, მისი მოადგილე ელდარ კოკოევი და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბეჩენოვი უნდა გაენთავისუფლებინა.
კოკოითიმ პირობა ნაწილობრივ შეასრულა - ელდარ კოკოევი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავსუფლა და ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა, ხოლო ხუგაევი და ბეჩენოვი ამ დრომდე თავიანთ პოსტებზე რჩებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეიდან სეპარატისტული რესპუბლიკის "პრემიერ-მინისტრი" ვადიმ ბროვცოვი "პრეზიდენტის" მოვალეობას ასრულებს.