ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა თანამდებობა დატოვა. მის მოვალეობას 11 დეკემბერიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცოვი შეასრულებს.
კოკოითმა თანამოქალაქეებს 2012 წლის 25 მარტს არჩევნებში მონაწილეობისა და „ნათელი მომავლისადმი" ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და ოპოზიცია წინააღმდეგობის დასრულებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითსს თანამდებობას დღეს უნდა დაეტოვებინა.
განმეორებითი არჩევნები კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2012 წლის 25 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას ალა ჯიოევაც მიიღებს.
მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას კოკოითმა ხელისუფლების გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, შესაძებელი გახდა სისხლისღვრის თავიდან აცილება და "ნარინჯისფერ რევოლუციასთან" გამკლავება.
ალა ჯიოევამ, რომლის ინაუგურაიაც დღეისთის ამ შეთანხმების საფუძველზე არ შედგა.
ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა და განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა.