ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ყველანაირად ხელს შეუშლის "რესპუბლიკაში ხელისუფლების პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბებას".
"ჩვენ არ დავუშვებთ რაღაც პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბებას რესპუბლიკაში", _ აცხადებს კოკოითი და ალა ჯიოევას მიერ დაგეგმილი ე.წ. ინაუგურაციის კომენტირებისას აცხადებს, რომ "ხელისუფლების რაღაც პარალელური ორგანოების ჩამოყალიბება დანაშაულია სახელმწიფოს წინააღმდეგ".
"მიმაჩნია, რომ ეს გზა ჩიხისკენ მიდის", _ აცხადებს კოკოითი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ მისი ე.წ. ინაუგურაციის საკითხი, რომელიც ხვალ, 14:00 საათზეა დაგეგმილი, ღიად რჩება. მისი მომხრეები კი აცხადებენ, რომ ჯიოევას "ინაუგურაციას" აუცილებლად ჩაატარებენ.