საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთანკონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარმატებულ გამოსვლას უკავშირებენ.
ფედერაციის პრეზიდენტ ბესილ ლიპარტელიანის თქმით, კოკოშკოვი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანას 2013 წელსაც შეძლებს.
"კოკოშკოვმა მოახერხა გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა. ვფიქრობთ, რომ ის შეძლებს, გუნდი 2013 წელს სლოვენიაშიც მოახვედროს", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სათავეში 2008 წლიდან უდგას. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.