ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა მოსკოვის ემისარ სერგეი ვინოკუროვთან ცხინვალში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ჯიოევას განცხადებით, უარი განპირობებულია იმ პროვოკაციებით, რომლებსაც ხელისუფლება მასა და მის მომხრეთა მიმართ ახორციელებს.
"მე ხელების გადაგრეხის წინააღმდეგი ვარ. ეს ასევე დაკავშირებულია რამდენიმე ჩემი მომხრის დეპორტაციასთან, მათ შორის, ღვთისმსახურ მამა საურმაგის. ასე თუ ექცევიან სასულიერო პირებს, ჩვენ რისი გარანტის შეიძლება გვქონდეს?" _ აცხადებს ჯიოევა და აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ნიღბიანი ადამიანები აშინებენ მის მომხრეებს, ზოგს კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.
ჯიპოევამ ასევე აღნიშნა, რომ მისი "ინაუგურაციის" საკითხი, რომელიც ხვალ, 14:00 საათზე უნდა გაიმართოს, ღიად რჩება.