ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლა დღითიდღე ძლიერდება.
"ყოველწამიერად გვრძნობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ჩვენი მისამართით ძლიერდება. ერთადერთი რაც მე სერიოზულად მაშფოთებს არის ის, თუ რატომ უჭერს მხარს მოსკოვი მოქმედ ხელისუფლებას", _ აცხადებს ჯიოევა და აღნიშნავს, რომ ამჟამად იგი თავის მომხრეებთან ერთად ცხივალის ცენტრში მიმდინარე მიტინგზე იმყოფება.
ჯიოევამ ასევე უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციის რიგებში ხელისუფლებასთან უსასრულო მოლალაპარაკებების გამო განხეთქილება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ალა ჯიოევასა და მოსკოვის წარმომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის მოლაპარაკებები კვლავ უნდა გაგრძელდეს.