საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ბელგიური "შარლერუას" წევრი თორნიკე შენგელია "ფიბა"-მ იმ სიაში დაასახელა, რომლებიც ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს. შენგელიას პრიზისთვის 9 კალათბურთელი შეებრძოლება. გამოკითხვა "ფიბაევროპის" ოფიციალურ ვებ.გვერდზე ტარდება და ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია (http://www.fibaeurope.com/cid_xomKo3xWHM2Kq1C8NQLzi2.html).
საუკეთესო კალათბურთელის პრიზისთვის შენგელიას გარდა შემდეგი კალთბურთელები იბრძოლებენ: ალეხანდრო აბრინესი (ესპანეთი, "უნიკახა"), ალექსანდრ ცვეტკოვიჩი (სერბეთი, "ცრვენა ზვეზდა"), ალექსანდრო ჯენტილე (იტალია, "ბენეტონი"), დარიო სარიჩი (ხორვატია, "ზაგრები", დმიტრი კულაგინი (რუსეთი, "ტრიუმფი"), ენეს კანტერი (თურქეთი, "იუტა ჯაზი"), იონას ვანალჩიუნასი (ლიტვა, "ლიეტუვას რიტასი"), ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი, "რეალი") და პრჟემისლავ კარნოვსკი (პოლონეთი, "ტარნობრჟეგი").