ცხინვალის ცენტრში, სადაც "პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის" ალა ჯოევას მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს 23 წლის თანამშრომელი დანით დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ე.წ. ოს სამართალდამცავთა ინფორმაციით, 23 წლის სოსლან გაბუევს თავს სამი უცნობი პირი დაესხა. თავდასხმის დროს მათ გაბუევი იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი "სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან ერთად იდგა და მთავრობის სახლს იცავდა", _ იუწყება ოსური მხარე.
ახალგაზდა გულმკერდისა და თეძოს არეშია დაჭრილი. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის მდგომარეობას მედიკოსები სტაბულურად მძიმედ აფასებენ.