ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი უარყოფს გავცელებულ ცნობებს თავისი ვადამდელი გადადგომის შესახებ. "ეს ინფორმაცია აბსურდი და დეზინფორმაციაა. მე არც არსად მივდიოდი და არც არსად ვაპირებ წასვლას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომლებიც მომდევნო წლის 25 მარტს უნდა ჩატარდეს", _ განაცხადა კოკოითიმ რუსულ მედიასთან საუბარში.
"ხელისუფლებას მხოლოდ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს გადავაბარებ - მას, ვინც 25 მარტის არჩევნებში გაიმარჯვებს", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი და აღნიშნავს, რომ არ წავა, ვიდრე ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე "ნარინჯისფერი რევოლუციის" ყველა გამონაზარდს არ ამოძირკვავს.
"მანამ არ წავალ, ვიდრე იმ "ნარინჯისფერი რევოლუციის" ყველა გამონაზარდს არ ამოვძირკვავ, რომელიც ჩემს რესპუბლიკაში მიმდინარეობს", _ აცხადებს კოკოითი.