ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად საპრეზიდენტო არჩევნებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სახალხო ფრონტს ქმნის.
"ეს იქნება მოძრაობა, რომელშიც სამხრეთ ოსეთის 16 მოქალაქე გაწევრიანდება. ამ ადამიანებმა 27 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ეს საუკეთესო დადასტურებაა ჩვენი რუსული ორინტაციისა და იმისა, რომ ჩვენ მადლობლები ვართ ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევისა აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის", - აცხადებს ჯიოევა.
მასალის გამოყენების პირობები