ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იური ძიცოითი ოს სეპარატისტთა ლიდერს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ედუარდ კოკოითი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ე.წ. ქვეყანას ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი უნდა ჩაუდგეს სათავეში.
"იმის გამო, რომ კოკოითის უფლებამოსილების ვადა უკვე ამოიწურა, მას უკვე აღარ შეუძლია პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. იგი უნდა გადადგეს და მისი უფლებამოსილება დროებით სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის ვადიმ ბროვცევის ხელში უნდა გადავიდეს. სწორედ მან უნდა მოამზადოს ყველა აუცილებელი პირობა 25 მარტს განმეორებითი ხელახალი არჩევნების ჩატარებისათვის", _ განაცხადა ძიცოითიმ.