ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა დღეს საკუთარი კრიმინალური "მთავრობის" ის რამდენიმე ე.წ. მაღალჩინოსანი გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომლებიც "მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდნენ". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კოკოითის ე.წ. პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თანამდებობიდან განთავისუფლებულნი არიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არიანა ჯიოევა, ჯანდაცვის მინისტრი ოთარ გასიევი, ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კაბისოვი, ქალაქ ცხინვალის ადმინისტრაციის უფროსი გერასიმ ხუგაევი, ზნაურის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ზაურ ცხოვრებოვი, ქალაქ კვაისას უფროსი ინალ ოსტაევი", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულ თანამდებობებს ახალი ე.წ. ჩინოვნიკები სავარაუდოდ ხვალ დაიკავებენ.
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აცნობიერებს რა თავის შეცდომებსა და ხარვეზებს აპირებს ჩამოცილოს ის კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებმაც საკუთარი თავისა და რესპუბლიკის დისკრედიტაცია მოახდინეს", _ აცხადებს კოკოითის ე.წ. მთავრობის "მაღალჩინოსანი" ასლამბეკ ასლახანოვი.