ცხინვალში ოპოზიციასა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები განახლდა. მოლაპარაკებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" ექს-კანდიდატს ალა ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წამომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის მიმდინარეობს. ჯიოევას მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობს გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი.
აღსანიშნავია, რომ სერგეი ვინოკუროვი მოსკოვის ის წარმომადგენელია, რომლის გამოცვლასაც ჯიოევა და მისი მომხრეები რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას სთხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ცხინვალში მყოფ რუსეთის ხელისუფლების წარგზავნილებს სიმართლის "დანახვა და გაგონება არ სურთ". თუმცა მოსკოვმა მათი თხოვნა ყურად არ იღო და ჯიოევას მოლაპარაკება კვლავ ვინოკუროვთან უწევს.
თავად ჯიოევას მომხრეებიც აცხადებენ, რომ ვინოკუროვთან მოლაპარაკებებს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.