"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ შეძლო და მომიტინგეთა ნაწილი დაარწმუნა მათი პრეტენზიის უსაფუძვლობაში და ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე აქციის გაგრძელების უაზრობაში", _ ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გააკეთა.
"ჩვენ ვმუშაობთ მოქალაქეებთან. შევძელით კიდეც გარკვეულ შემთხვევებში საპროტესტო განწყობილებების მოხსნა და მოედანზე ამჟამად შეკრებილი ადამიანების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანების დიდმა ნაწილმა გაიგო ჩვენი და უარი თქვა პროტესტის გაგრძელებაზე", _ აცხადებს კოკოითი.