ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდტისა" და ოპოზიციის ლიდერის ორი მომხრე იარაღის შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ელდარ კოკოევმა გააკეთა.
"დღეს დავაკავეთ ორი ადამიანი, რომელთაგააც ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ნაღმები და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა", _ განაცხადა კოკოევმა. მანვე აღნიშნა, რომ დაკავებულები ალა ჯიოევას მომხრეები არიან, მაგრამ არ დააკონკრეტა, დაკავშირებულია თუ არა ეს დაკავება ამ დილით ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის ტაიმურაზ ხუგაევის ბინის დაცხრილვასთან.
შეგახსენებთ, რომ ამ წუხელ ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის ტაიმურაზ ხუგაევის ბინა ნაღმმტყორცნიდან დაცხრილეს. სროლის შედეგად არავინ არც დაზარალებულა და არც დაშავებულა. ალა ჯიოევამ ამ ფაქტს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროვოკაცია უკვე უწოდა.