ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ჩამოწოლილმა ზვავმა მდინარე არღუნის კალაპოტი ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 14:00 საათისთვის ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მოულოდნელად დიდი ზვავი ჩამოწვა.
"ზვავმა 150 მეტრი სიგანის მქონე მდინარე არღუნის კალაპოტი გადაკეტა ზვავის სიმაღლე კი 30-40 მეტრია", - აცხადებენ ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო სამსახურში.
ზვავის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი ამ დროისთვის გადაკეტილია.