ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" და ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. ეს განცხადება ჯიოევამ რუსულ მედიასთან საუბარში თავად გააკეთა.
ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ იგი თავის საბჭოსთან საგანგებო სხდომას ჩაატარებს სადაც ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე ისაუბრებს. ალა ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ მის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის შესაძლო მოთხოვნა არის პასუხი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილებისა.
ალა ჯიოევა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ხუნტას უწოდებს და არ აკონკრეტებს თუ რომელ ქვეყანაში აპირებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას.
შეგახსენებთ, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა არჩენების შესახებ გამოტანილი განაჩენი ძალაში დაეტოვებინა და 27 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტო არჩევნები" კიდევ ერთხელ ბათილად ეღიარებინა. განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტსაა დანიშნული.