ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" და ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაეს სასამართლოში შეტანილი თავისი სარჩელის უკან გამოწვევას აპირებს.
თავის გადაწტვეტილებას ჯიოევა იმით ხსნის, რომ მას სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლიანი გადაწყვეტილების არ სჯერა.
"ორშაბათს საღამოს მე მივიღე სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც არჩევნების დარღვევის მიზეზად არარსებული მოვლენები იყო მითითებული. ჩვენ კვკავ მოგვატყუეს და ჩვენი ამ სასამართლოს იმედი აღარ გვაქვს. ჩვენ დღესვე გამოვიტანთ სარჩელს", _ აცხადებს ჯიოევა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება 10 დეკემბერს ე.წ. ინაუგურაციის ჩატარების შესახებ კვალვ ძალაშია, ამის შემდეგ ჯიოევა ე.წ. თავისი მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ალა ჯიოევა 25 მარტს დანიშნული ე.წ. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას და 27 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარებას მოითხოვდა.