ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" და ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის ტაიმურაზ ხუგაევის ბინის დაცხრილვას "პროვოკაციას" უწოდებს.
"ჩვენ უკვე კარგა ხანია ველოდით, რომ ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციები იქნებოდა და აი ისინიც დაიწყო. სავარაუდოდ, ისინი თავად ახდენენ ასეთი თავდასხმების ინიცირებას, იმისათვის რათა შემდგომში ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინონ", _ აცხადებს ალა ჯიოევა რუსულ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ალა ჯიოევამ ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, მას ორი დღე აქვს, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორია დატოვოს და იმ ფულით რაც მას აქვს წავიდეს და სადაც უნდა იქ იცხოვროს და ხალხს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მისცეს.