ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის ტაიმურაზ ხუგაევის ბინა ნაღმმტყორცნიდან დაცხრილეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიას თავად გენპროკურორმა მიაწოდა.
მისი თქმით, ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ეძინა, როდესაც მისი ბინის ფანჯრებს, რომელიც ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულზე მდებარეობს ცეცხლი გაუხსნეს.
თავად ხუგაევი აცხადებს, რომ სროლის შედეგად არავინ არც დაზარალებულა და არც დაშავებულა.