ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" ალა ჯიოევა პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოს სეპარატისტთა ლიდერს, ედუარდ კოკოითის, გაასამართლებს.
"ბატონი კოკოითი არის განსახიერება უკანონობისა, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთში სუფევს და ჩვენ რომ ცივილიზებულ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, ის იქნებოდა პირველი, რომელსაც სერიოზული მუხლებით ციხეში ჩასვამდნენ", _ აცხადებს ჯიოევა.
მისი თქმით, კოკოითის განცხადებებმა იმის შესახებ, რომ "სწორედ ის არის კანონიც და უკანონობაც", განაპირობა ის საპროტესტო განწყობილება, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ კოკოითის მოქმედებებს შეფასება სასამართლომ უნდა მისცეს.
დღეს ალა ჯიოევამ ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითის ულტმატუმი წაუყენა და განაცხადა, მას ორი დღე აქვს, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორია დატოვოს და იმ ფულით, რაც მას აქვს, წავიდეს, სადაც უნდა იქ იცხოვროს და ხალხს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მისცეს.
ალა ჯიოევა პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ედუარდ კოკოითის გაასამართლებს