ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატის ალა ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის ცხინვალში მიმდინარე მოლაპარაკებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე შეჩერებულია.
ე.წ. უზენაეს სასამართლოში შესულია ალა ჯიოევას სარჩელი, რომელშიც იგი 25 მარტს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ხელახალ დანიშვნას აპროტესტებს და 27 ნოემბერს ჩატარებული არჩევნებს შედეგების კანონიერად აღიარებას მოითხოვს.
ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესი სასამართლო ალა ჯიოევას სარჩელის განხლვას ხვალ დილით დაიწყებს და მის მიერ გამოტანილი განაჩენიც ხვალ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.