ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს "ნარინჯისფერ რევოლუციას უწოდებს. "ეს რაც ახლა ხდება "ნარინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთი ფორმაა და იგი არ გავა. იქნება ისე, როგორც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა და პროკურორი გადაწყვეტს", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ცხინვალში საზოგადოებასთან შეხვედრაზე.
ედუარდ კოკოითმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ძალაუფლებას არ ეპოტონება, მას მხოლოდ მისი კონსტიტუციურად გადაცემა სურს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დანიშნულ "საპრეზიდენტო არჩევნებში" კრემლმა თავისი კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის გაყვანა ვერ შეძლო და ამ ე.წ. არჩევნებში ოპოზიციურმა "კანდიდატმა" ალა ჯიოევამ გაიმარჯვა ხელხახალი ე.წ. არჩევნები დაინიშნა. ყოველივე ამას გამარჯვებული ჯიოევა აპროტესტებს და ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე უკვე რამდენიმე დღეა მომხრეებთან ერთად აქციებს მართავს.
ჯიოევამ და მისმა მომხრეებმა 25 მარტს დანიშნულ ე.წ. განმეორებით არჩევნებს ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს. მეტიც ისინი ალა ჯიოევას ინაუგურაციის ჩატარებას 10 დეკემბერს აპირებენ.