დღეს, 4 დეკემბერს, სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქშია გახსნილი.
აღნიშნული არჩევნები ასევე იმართება საქართველოს მეორე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალის რეგიონში.
"ხმის მიცემის პროცედურა მოსკოვის დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. მოვუწოდებთ, რუსეთის მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემის პროცედურაში. მოქალაქეებმა აუცილებლად თან უნდა იქონიონ რუსული პასპორტი", - ნათქვამია აფხაზეთში არსებული ე.წ. რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში