ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეები, იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და არჩევნებში ჯიოევას გამარჯვებას არ აღიარებს დაუმორჩილებლობის გამოცხადებით იმუქრებიან. ეს განცხადება ჯიოევას ნდობით აღჭურვილმა პირმა ანატოლი ბარანკევიჩმა გააკეთა.
"თუ ჩვენს მოთხოვნები ხელისუფლების მიერ უგულვებელყოფილი იქნება, ორშაბათიდან დუმორჩილებლობის მოძრაობა დაიწყება ანუ ჩვენი მომხრეები არ ივლიან სამსახურებში. ეს ჩვენს მხოლოდ იმ მომხრეებს არ შეეხებათ, რომელთა სამსახურში გასვლა ჩვენი ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას უკავშირდება", _ განაცხადა ბარანკევიჩმა.
ამავე დროს, გენერალი ბარანკევიჩი ასევე აცხადებს, რომ ალა ჯიოევას მომხრეები რუსეთის ხალხისა და პრეზიდენტისადმი, კავკასიის ხალხებისადმი და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვის გავრცელებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევას მომხრეები ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის გადადგომას, 25 მარტს დანიშნული ე.წ. ხელახალი არჩევნების გაუქმებას და ალა ჯიოევას "პრეზიდენტად აღიარებას" მოითხოვენ.