ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევას მომხრეებმა ცხინვალის ცენტრში კარვების გაშლა დაიწყეს და დაშლას აღარ აპირებენ იქვე მოწყობილია საველე სამზარეულოც.
მომიტინგეთა განცხადებით, საპროტესტო აქცია სადღეღამისო ხასიათს მიიღებს. იმ ადგილზე, სადაც მიტინგი მიმდინარეობს, სცენა დაამონტაჟეს, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები შეკრებილებს მიმართავენ.
მთავრობის სახლს მილიციის გაძლიერებული დანაყოფები იცავენ.