ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქართველოზე ორიენტაციას არ გააკეთებს მანამ ვიდრე საქართველო "აგრესიას არ აღიარებს და ჩადენილს არ მოინანიებს'.
"როგორც ჩანს, ჩვენთან ჩვენი უფლებების დაცვა - საქართველოზე ორიერტაციად ითვლება. მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოზე ურიენტირებული და არ ვიქნები მანამ ვიდრე ის ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არ აღიარებს და არ მოინანიებს", _ აცხადებს ალა ჯიოევა, რომელმაც ოს სეპარატისტთა ლიდერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების გასაუქმებლად ვადა 18:00 საათამდე მისცა.
მასალის გამოყენების პირობები