ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევას ულტიმატიუმს უარყოფს, რომლის მიხედვითაც, ჯიოევა კოკოითისგან არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების გასაუქმებლად ვადას დღეს 18:00 საათამდე აძლევს.
"ყველანაირი ულტიმატუმი ჩემთვის მიუღებელია", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი რუსულ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა ედუარდ კოკოითს არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების გასაუქმებლად ვადას დღეს 18:00 საათამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ იგი თავისი მომხრეების საქციელზე პასუხისმგებლობას იხსნის.
"ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სიტუაციის მომავალ განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ეკისრება", _ აცხადებს ალა ჯიოევა.
მასალის გამოყენების პირობები