ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობა რუსეთში შეშფოთებას იწვევს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წამომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
"ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღების თვალყურის დევნებას სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც უცილობლად შემაშფოთებელია", _ განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ე.წ. საკონსტიტუციო წესრიგის შენარჩუნებას შეძლებს.
"გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ ოსეთის შეძლებს საკონსტიტუციო წესრიგის, სიმშვიდისა და საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებას და ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში მდგომარეობს კვლავ დაძაბული რჩება. ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევას ულტიმატიუმს უარყოფს, რომლის მიხედვითაც, ჯიოევა კოკოითისგან არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების გასაუქმებლად ვადას დღეს 18:00 საათამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიოევა იმუქრება, რომ იგი თავისი მომხრეების საქციელზე პასუხისმგებლობას იხსნის.
მასალის გამოყენების პირობები