ნატოს წევრი სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან საქართველოს წაქეზებაში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში 2008 წლის აგვისტოში. აშშ კი მონაწილეა იქ მომხდარ რუს სამშვიდობოთა მკვლელობაში. ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ვადიმერ ნაზაროვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"პირველად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები უშუალო მონაწილეები არიან სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ რუს სამშვიდობოთა, ჩვენს სამხედროთა მკვლელობებში. ჩვენ ამის სავსებით კონკრეტული დამადასტურებელი მასალები გვაქვს", _ განაცხადა ნაზაროვმა დღეს მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების არქიტექტურის ევროატლანტიკური პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.