ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაციაზე გავლენას საქართველო ახდენს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალში გამარულ პრესკონფერენციაზე გაკეთა.
"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იმისათვის კი არ უომია, თავისი დამოუკიდებლობისათვის, რომ გარკვეული კრიმინალური დაჯგუფების გამო დღეს ჩვენ ეს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა და აღნიშნა, რომ მან კარგაც იცის, რომ ალა ჯიოევას მომხრეთა შორის არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც "სამშობლოს იცავდნენ" და იგი მათ "კვლავინდებურად პატივისცემით ეპყრობა". კოკოითმა ამ ადამიანებს დაფიქრებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები