ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ცხინვალში არსებული დაძაბული სიტუაცია გარედან იმართება. "ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველივე ეს გარე ძალების აქტიური ჩარევით მიმდინარეობს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მიტინგი, რომელიც ამჟამად ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს საქართველოს ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადის", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და ზეწოლას არ აყვება.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დათმობაზე არ წავა. ყველას მოვუწოდებ სერიოზული დასკვნები გააკეთოს აქ მიმდინარე მოვლენებიდან და გონს მოეგოს", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.