ალა ჯიოევა და მისი მომხრე გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი ე.წ. ცესკოს შენობაში შევიდნენ. სწორედ ამ შენობაში არის განლაგებულნი ე.წ. ცესკოც და ე.წ. მთავრობაც. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე ჯიოევას მომხრეებმა ამ შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის მხრიდან ამის გამო ჰაერში რამდენიმე გასროლა განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევას მომხრეები მოედანზე რჩებიან. მდგომარეობა ცხინვალს ცენტრში კვლავ დაძაბულია.
მასალის გამოყენების პირობები