მოსკოვის ოსური სათვისტომო ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს მოუწოდებს უფლებამოსილება პრეზიდენტობის კანდიდატს ალა ჯიოევას გადააბაროს.
"სამხრეთ ოსეთის მოქმედი ხელისუფლების მცდელობებს გადატრიალების მცდელობად ვაფასებთ და მუვუწოდებთ პრეზიდენტ კოკოითს უარი თქვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, მოიხსნას უფლებამოსილება და ხელისუფლება არჩეული პრეზიდენტის ალა ჯიოევას მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების დაწყებამდე მთავრობის თავმჯდომარეს გადასცეს", _ განაცხადა დღეს რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბრისას მოსკოვის ოსური სათვისტომოს თავმჯდომარემ ვალერი კაბოლოვმა. მისივე თქმით, ეს მიმართვა უახლოეს დროში მოსკოვში მდებარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საელჩოს" გადაეცემა.