ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე სროლა ხმა ისმის. იქ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეები არიან შეკრებულნი და მიტინგს მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათ ინფორმაციით ცეცხლი ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებმა გახსნეს, იმის გამო, რომ მომიტინგეები ე.წ. მთავრობის შენობაში შეჭრას შეეცადნენ.
ცხინვალის ცენტრალუ მოედანზე ამჟამად სხვა და სხვა მონაცემებით 700 დან 1000 ადამიანამდე იმყოფება. ალა ჯიოევას მომხრეები ასევე სეცადნენ ე.წ. ცესკოს შენობაში შეჭრას. ამის გამო "სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრებმა ჰაერშ რამდენჯერმე გაისროლეს", - იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ დაზარალებულები ცეცლის გახსნის შედეგად არ არიან, ვინაიდან გასროლები ჰაერში მოხდა.
ამჟამად ალა ჯიოევა და მისი მომხრეები მოედანზე რჩებიან. მდგომარეობა ცხინვალს ცენტრში კვლავ დაძაბულია.