ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა და ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი აცხადებენ, რომ ცხინვალში მდებარე რუსეთის ე.წ. საელჩოში გამართული შეხვედრის დროს რუს დიპლომატებს რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ჯიოევას მომხრეები დილიდან ე.წ. საელჩოს შენობის წინ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჯიოევასა და ბარანკევიჩს საელჩოს თანამშრომლემა შენობაში შესვლა სთხოვა.
"სერიოზული საუბარი გვქონდა. ჩვენ ვთხოვეთ, რომ დაგვხმარებოდნენ იმაში, რომ ჩვენი კანონიერი უფლება დაგვეცვა. ისინი დაგვპირდნენ, რომ ჩვენს თხოვნას რუსეთის ხელისუფლებს ყურამდე მიიტანდნენ", _ განაცხადა ჯიოევამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრის სხვა დეტალებზე ჯიოევას კომენტარი არ გაუკეთებია.
ამჟამაც ალა ჯიოევას მომხრეები ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ სადაც ე.წ. ცესკოს შენობაა განლაგებული.