ე. წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურტურამ ალა ჯიოევა „ფერადი რევოლუციის" მომზადებაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ სათანადო ქმედებებს გაატარებს.
„ჯიოევას ქმედებები ეწინააღმდეგება უმაღლესი სასამართლოსა და პარლამენიტის მიერ მიღებულლ გადაწყვეტილებებს. საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადება და სახელმწიფო საბჭოს შექმნა სამართლებლივ ჩარჩოში არ ჯდება. ეს ნებისმიერ შემთხვევაში დასჯადი ქმედებაა", - განაცხადა სეპარატისტების გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ალდარ კოკოევმა.
მისი თქმით, ჯიოევა „ფერადი რევოლუციის" რეალიზებას ახდენს და „ოფიციალური ხელისუფლება უკანონო ქმედებების აღსაკვეთად ზომებს გაატარეებს".
თავად ჯიოევა საკუთარ ქმედებებს „ფერად რევოულუციად" არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მოემზადება ამჟამიდელი ხელისუფლების მხრიდნ შესაძლო ქმედებების საპასუხოდ.
„ჩვენ გადასარევად ვიცით თუ რისი მაქნისია ეს ხელისუფლება. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს და ვიქნებით მზადყოფნაში", - განაცხადა მან რადიო „კომერსანტFM"-ის ეთერში.
ჯიოევა და მისი მომხრეები აპირებენ ცესკო-ს შენობასთან შეკრებას და არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნას.