"ვიცოდი, რომ ყველაფერი გარკვეული სცენარით მიდიოდა, მაგრამ მაინც მიმაჩნდა, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებდა. მესმის, რომ ხელისუფლებასთან დამშვიდობება ძნელია, მაგრამ 15 ათასი ამომრჩევლის ნების იგნორირება უბრალოდ უწესობაა", _ აცხადებს ალა ჯიოევა რუსულ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, იგი მზადაა, თავის მომხრეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდოს.
"ახლა, როდესაც ჩემს მომხრეებთან გავალ, ვეტყვი მათ, რომ ჩვენთვის გამარჯვების მოპარვას ცდილობენ. მთელი ამ დროის განმავლობაში სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავსულვართ, მაგრამ ახლა გვპარავენ იმას, რასაც მივაღწიეთ. აქამდე ყველა მხოლოდ სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი, ხვალ კი მზად ვარ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოვუწოდო ყველას, ვინაიდან ჩვენთვის გამარჯვებისა და ჩვენი უფლების მოპარვა სურთ", _ განაცხადა ჯიოევამ და აღნიშნა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რაც ამის შემდეგ მოხდება, კოკოითისა და მის დანაშაულებრივ ქმედებებს ეკისრება.
"ჩვენს გამარჯვებას არავის დავუთმობთ", _ აცხადებს ჯიოევა.
ფოტო rian.ru